Tuesday, July 24, 2012

„დაკარგული მემკვიდრეობა – ტაო–კლარჯეთი“


1.პროექტის სახელი: „დაკარგული მემკვიდრეობატაოკლარჯეთი
2.პროექტის მოლკე აღწერა: მოახდინონ თეორიული და პრაკტიკული ცოდნის შერწყმა, შეისწავლონ საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობა. იცოდნენ ვინ ვიყავით, რა დავკარგეთ და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მას რაც შემოგვრჩა.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იმუშავებენ პირველ წყაროებზე –  მოიძიებენ ინფორმაციას ტაო–კლარჯეთის გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნების, მოსახლეობის და ადათ–წესების შესახებ. მოიძიებენ ინფორმაციას ტაო–კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მიერ დაწყებულ დიდ სამონასტრო მშენებლობასა და ეკლესიის როლზე საქართველოს გაერთიანებაში. მოიძიებენ და გააანალიზებენ ისტორიული სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ბედს ბრესტის, მუდროსის, მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებებში. მოიძიებენ რა შემორჩათ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ეროვნული, ტრადიციული.
4.მონაწილეთა ასაკი: IX–XII  კლასების მოსწავლეები.
5.ვადები: 8 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება, ვებ – გვერდების გაკეთება.
7.მოსალოდნელი შედეგები: ბუკლეტების შექმნა.
8.სარგებელი სხვებისთვის: გააცნონ საზოგადოებას დაკარგული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და მოუწოდონ გაუფრთხილდნენ რაც შემოგვრჩა, გაეცნონ უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველთა შემორჩენილ ტრადიციებს.
9.სამუშაო ენა: ქართული, აზერბაიჯანული, თურქული.
10.საგნებთან კავშირი: ინტეგრირებული ქართულთან და გეოგრაფიასთან.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ავტორის სახელი: მადონა გულაღაშვილი
13.ავტორის ელ–ფოსტა: gulagashvilimad@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: